ფეხბურთი

10:09 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანია – მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

ტარაგონას “ხიმნასტიკის” ქართველი ლეგიონერი გიორგი აბურჯანია “ჟირონასთან” სეგუნდა დივიზიონის ბოლო ტურის მატჩის (1:1) საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული აღიარება ახალგაზრდა ნახევარმცველს ესპანეთში გადაბარგების შემდეგ წილად პირველად ხვდა. გიორგიმ ზემოხსენებულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და 28-ე წუთზე ჩინებული სოლო რეიდიც განახორციელა, რასაც საგოლე პასი მოჰყვა (ვიდეო).

აბურჯანიამ “ხიმნასტიკის” ღირსება აქამდე მხოლოდ ორ თამაშში დაიცვა და ჯამში მოედანზე 107 წუთის გატარება მოუწია.

0.149255