რაგბი

13:30 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსნები” პორტუგალიასთან მე-20 რკენისთვის მზადებას განაგრძობენ

“ბორჯღალოსნები” ორშაბათიდან ლისაბონში იმყოფებიან და შაბათს, პორტუგალიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის ემზადებიან. ლისაბონურ შეკრებას დაემატნენ და გუნდთან ერთად ვარჯიშობენ დუდუ ქუბრიაშვილი და ვახტანგ მაისურაძე.

13 თებერვალს პორტუგალია და საქართველო ისტორიაში მეოცედ ერკინებიან. მატჩი საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

“ბორჯღალოსნების” სამატჩო რაზმი, ტრადიციულად, თამაშამდე ორი დღით ადრე, ხვალ – 11 თებერვალს დასახელდება.

www.rugby.ge

0.162112