ფეხბურთი

18:16 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძემ “რიზესფორის” ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა

ნიკა ძალამიძეს ვერა და ვერ აეწყო თამაში თურქულ “რიზესფორში”. ფაქტობრივად, საერთოდ არ უწევს თურქეთის სუპერლიგაში გამოსვლა, ამას ტრავმაც დაემატა და აი, ნიკამ “რიზესფორის” ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა. ქართველის გუნდმა 3:1 მოუგო “ესქიშეჰირსფორის” ახალგაზრდულს.

ძალამიძემ შეუცვლელად ჩაატარა მატჩი და ერთი საგოლე პასი მიითვალა. ისე, ამ ზამთარს პოლონეთის “პოგონი” აპირებდა ძალამიძის შეძენას, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ნიკა პოლონურ ექსტრაკლასაში დაფასებული ფეხბურთელი გახლდათ, თურქეთში კი შანსიც არ ეძლევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114071