ფეხბურთი

23:42 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესი “ვალენსიასთან” მატჩს გამოტოვებს

“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი ესპანეთის თასის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს, სადაც მისი გუნდი გასვლაზე “ვალენსიას” დაუპირისპირდება.

28 წლის ფეხბურთელს თირკმლის არეში კენჭის გავლა აქვს და სამშაბათს ოპერაციის გაკეთება მოუწევს. ოპერაცია მარტივი სახისაა და არგენტინელი ვარჯიშს ხუთშაბათს განაგრძობს. შესაბამისად, ლა ლიგის მომდევნო ტურში “სელტასთან” მატჩისთვის მზად უნდა იყოს.

“ვალენსიასთან” მესის არ ყოფნა “ბარსელონასთვის” დიდი დანაკლისი არ იქნება, რადგანაც “ნოუ კამპზე” კატალონიელებმა 7:0 იმარჯვეს.

0.11671