ფეხბურთი

11:03 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვეს” კიელინიც გამოაკლდა

იტალიის მოქმედ ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაუშავდა. ამჯერად წამყვანი მცველი ჯორჯო კიელინი. 31 წლის უკანახაზელმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, “ფროზინონესთან” მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა დრო დასჭირდება “ბებერი ქალბატონის” ვიცე-კაპიტნის რეაბილიტაციას, მაგრამ გამოცემა “ტუტოსპორტის” ცნობით, ჯორჯოს თამაში სერია A-ს დამდეგ ტურში თითქმის გამორიცხულია. მომდევნო ტურის მატჩს კი, “იუვე” 13 თებერვალს, “ნაპოლისთან” ჩაატარებს, რომელიც მისი უშუალო კონკურენტია საჩემპიონო რბოლაში.

ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, კიელინის დაზიანება იმდენად სერიოზული არაა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნთან” თამაში ვერ შეძლოს. ჯორჯო კილინის მიმდინარე სეზონში შავ-თეთრი მაისური ყველა ტურნირის ჩათვლით 29-ჯერ მოურგია, მაგრამ გოლი არ გაუტანია. ჯორჯოს გარდა, “იუვეს” ლაზარეთში სამი ხედირა, პატრის ევრა, მარტინ კასერესი და მარიო მანჯუკიჩი იმყოფებიან.

0.112373