ფეხბურთი

20:39 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: “ლესტერმა” “სიტიზე” კარგად ითამაშა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ “ლესტერთან” წაგებული (1:3) პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე გუნდმა უკეთესად ითამაშა და მას საწუწუნო არაფერი აქვს.

“საწუწუნო არაფერია, “ლესტერმა” “სიტიზე” კარგად ითამაშა. სწრაფმა გოლმა ყველაფერი შეცვალა. შანსები ჩვენც გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. შინ ლიდერთან მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა, მაგრამ ვერაფერი გავაკეთეთ. მოულოდნელი მარცხი განვიცადეთ, თუმცა ჯერ არაფერი დამთავრებულა და რეაბილიტაცია გვმართებს.” – განუცხადა BBC-ის ჩილელმა სპეციალისტმა.

“ლესტერმა” “სიტის” სტუმრად დამარცხების შემდეგ 53 ქულა დაუგროვა და მანჩესტერელებს 6 ქულით გაასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11228