ფეხბურთი

22:35 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” ჩამბარებელთა ერთ-ერთი პრეტენდენტი ვილაშ-ბოაშია

“ზენიტის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა შესაძლოა კარიერა “ვალენსიაში” გააგრძელოს. როგორც AS-ი იუწყება, “ღამურების” ხელმძღვანელობა გუნდის თავკაცის პოსტზე პორტუგალიელი სპეციალისტის კანდიდატურასაც განიხილავს.

AS-ი გუშინ აცხადებდა, რომ ვალენსიელები მხოლოდ რაფაელ ბენიტესის კანდიდატურას განიხილავდნენ და ესპანელი სპეციალისტი გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოდან გაუძღვებოდა. როგორც ცნობილია, გარინ ნევილი ესპანურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.

აგრეთვე ცნობილია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი რუსულ გრანდს 2016 წლის ივლისიდან აღარ უხელმძღვანელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135524