ფეხბურთი

23:22 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესმა შესაძლოა სეზონის ბოლოს “ვალენსია” ჩაიბაროს

“ვალენსიას” ხელმძღვანელობამ შესაძლოა კლუბში მთავარ მწვრთნელად რაფაელ ბენიტესი დანიშნოს. როგორც ესპანური AS-ი იუწყება, გარი ნევილი “ღამურებს” სეზონის ბოლომდე წარუმატებელი თამაშის მიუხედავად, მაინც უთავკაცებს, შემდეგ კი გუნდს ბენიტესი ჩაიბარებს.

ინგლისელს ვალენსიელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ესპანელი სპეციალისტი კი მადრიდის “რეალმა” დაითხოვა და სამსახურის ძიებაშია. ესპანური გამოცემის ცნობით, “ვალენსია” რაფაელის გარდა სხვა კანდიდატურას არც განიხილავს და ბენიტესი დადებითი პასუხის მოლოდინშია.

ბენიტესის მწვრთნელობის პერიოდში “ღამურებმა” 2004 წელს უეფას თასი მოიგეს და ამავდროულად ესპანეთის ჩემპიონები ორჯერ გახდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114129