ფეხბურთი

3:01 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოპა დელ რეიზე მეორე ფინალისტის ვინაობაც ნაადრევად გაირკვა

ესპანეთის თასის 1/2 ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრაშიც მასპინძელმა გუნდმა გამანადგურებელი სხვაობით იმარჯვა და საპასუხო მატჩში ინტრიგა არ დატოვა.

“სევილიამ” “სანჩეს პისხუანზე” “სელტა” მიიღო, ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა და ორრაუნდიანი დუელის ბედი ანდალუსიაშივე გადაწყვიტა.

პირველი ნახევარი “სევილიას” უპირატესობით წარიმართა, თუმცა საკუთარი შანსები “სელტასაც” ჰქონდა. მასპინძლები განსაკუთრებით სახიფათონი სტანდარტულებიდან იყვნენ. ჯერ ტიმოტი კოლოძეიჩაკი იყო მიზანთან ახლოს, მაგრამ მის თავურს სტუმართა მეკარე გაუმკლავდა, ხოლო ნ’ზონზის დარტყმული სანტიმეტრებით ასცდა გალისიელთა კარს. 27-ე წუთზე სერხი გომესმა საკუთარ საჯარიმოში ვიტოლო წააქცია და პენალტი დაინიშნა, მაგრამ კევინ გამეირომ ბლანკოს ვერ აჯობა და ანგარიში არ გახსნილა. ამის შემდეგ, სტუმრებს ორჯერ შეეძლოთ გატანა და ასე რომ მომხდარიყო, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა: სერხი გომესმა თავური დარტყმით ხარიხას გაარტყა, ხოლო ორელიანამ ოდნავ ააცილა. ტაიმის ბოლო წუთზე კი, მასპინძლები იმან ახეირა, რაც ყველაზე სახიფათოდ გამოსდიოდათ 45 წუთის განმალობაში – ევერ ბანეგას მიერ მოწოდებულ კუთხურს ადილ რამის ზუსტი თავური მოჰყვა და ანდალუსიელებმა ტაიმი მოიგეს.

მეორე ნახევარში “სევილიამ” თამაში კონტრშეტევებზე ააგო და ეს შესანიშნავად გამოუვიდა. მათი სამივე გოლი უსწრაფეს კონტრიერიშებს მოჰყვა: 59-ე და 62-ე წუთებზე კევინ გამეირომ ორი ბურთი გაიტანა, ხოლო 87-ე წუთზე სტუმართა წვალებას წერტილი მიკაელ კრონ-დელიმ დაუსვა - 4:0.

“დალაქები” ფინალში “ბარსელონას” დაუპირისპირდებიან (თუ რაღაც დიდი სასწაული არ მოხდა).

სევილია – სელტა 4:0 (1:0) VIDEO

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, რამი, კოკე, ტრემულინასი, კრისტოფორო (კარისო 70), ნ’ზონზი, ბანეგა (კონოპლიანკა 74), ვიტოლო, კრონ-დელი, გამეირო (ლორენტე 80).
მწვრთნელი: უნაი ემერი

სელტა (4-3-3): ბლანკო, ს.გომესი, კაბრალი, მალიო, ხონი, რადოია, პ.ერნანდესი, ვასი (დიასი 84), ორელიანა, ასპასი, გუიდეტი (ბივუ 78).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 1:0 რამი (45), 2:0;3:0 გამეირო (59;62), 4:0 კრონ-დელი (87)
გაფრთხილებები: რამი, კრონ-დელი, ლორენტე, კოკე – ასპასი, ს.გომესი, ვასი, რადოია
მსაჯი: კლოს გომესი

28-ე წუთზე გამეირომ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110359