ფეხბურთი

11:47 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კანისარესი ნევილის გადადგომას მოითხოვს

“ვალენსიას” ყოფილი მეკარე სანტიაგო კანისარესი მიიჩნევს, რომ “ღამურების” მთავარ მწვრთნელს გარი ნევილს “ბარსელონასთან” ესპანეთის თასის 1/2-ფინალურ მატჩში 0:7 განადგურების შემდეგ პოსტზე დარჩენის მორალური უფლება არ აქვს.

“ეს “ვალენსიას” ყველაზე საშინელი მარცხია, რაც კი მინახავს. ამ თამაშს ვერ შევადარებთ აქამდე წაგებულ ვერცერთ მატჩს. ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ მთავარი მწვრთნელი ბოდიშს მოიხდის და გადადგება. შესაძლოა, ქედმაღლურად გამომდის, მაგრამ გაოცებული ვარ, რატომ არ გააკეთა ეს მან თამაშის დასრულებისთანავე. ვფიქრობდი, რომ ის პასუხისმგებლიანი და პატიოსანი ადამიანი იყო” - აცხადებს კანისარესი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110969