ფეხბურთი

18:03 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხედირა და კიელინი ლაზარეთში

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” საკადრო პრობლემები აქვს. გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონს” ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად ორი წევრი, ჯორჯო კიელინი და სამი ხედირა გამოაკლდა.

გერმანელი ნახევარმცველს კოჭზე პრობლემები აქვს და როგორც წყარო გვამცნობს, მოედანზე გასვლას ორ ან სამ კვირას ვერ შეძლებს. შესაბამისად, შესაძლოა, ხედირა “იუვეს” ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნთან” პირველ მერვედფინალურ მატჩში დააკლდეს, რომელიც ტურინში 23 თებერვალს გაიმართება. სამიმ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “კიევოსთან” მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საგოლე პასიც გააკეთა, თუმცა შესვენების მერე მოედანზე აღარ გამოჩენილა. აღსანიშნავია, რომ ხედირას სეზონის პირველი ნახევრის დიდი ნაწილიც ტრავმის გამო გაუცდა.

რაც შეეხება კიელინის, 32 წლის მცველის დაზიანება საშიში არაა და იგი დღეს, “ჯენოასთან” შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო დამდეგ უიქ-ენდზე უკვე მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში იქნება.

გარდა ზემოხსენებული ფეხბურთელებისა, “იუვენტუსის” ლაზარეთში მარიო მანჯუკიჩი და კვადვო ასამოაც იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108938