კალათბურთი

22:43 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ტერიმ ოპერაცია გაიკეთა

სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრები არმიას“ ამერიკელმა ფორვარდმა მაიკლ ტერიმ ( 18.01.92, 185 სმ) მარჯვენა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,მგზავრები არმიას“ მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა განუცხადა.
,,ტერის ის ტრავმა გაუმიზეზდა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასაწყისში მიიღო. ექიმების განცხადებით, ოპერაციის ჩატარება აუცილებელი იყო. რეაბილიტაციას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება, რომელსაც ტერი საქართველოში გაივლის“,- გვითხრა ბერიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120547