ფეხბურთი

12:40 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” სეზონის რეკორდი დაამყარა

კატალონიის “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” დამსწრე გულშემატკივრების რაოდენობის მიხედვით მიმდინარე სეზონში რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას “ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართული მატჩის სანახავად, სტადიონზე 94 990 ადამიანი მივიდა, არენა კი სულ 99 354 ადამიანს იტევს. მინდინარე სეზონში საუკეთესო აქამდე გამპერის თასზე დაფიქსირებული რაოდენობა გახლდათ. “რომასთან” გამართულ შეხვედრას 94 422 ადამიანი დაესწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.097494