ფეხბურთი

12:18 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარს გვარდიოლასთან უნდა

კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლიდერ ნეიმარს მუშაობა პეპ გვარდიოლასთან სურს. მისი თქმით, იგი გვარდიოლათი აღფრთოვანებულია და სიამოვნებით იქნებოდა კატალონიელი სპეციალისტის შეგირდი.

“სიამოვნებით ვიმუშავებდი გვარდიოლასთან, მისით აღფრთოვანებული ვარ. თუმცა, ახლა კატალონიაში თავს ბედნიერად ვგრძნობ და სხვა გუნდზე არ ვფიქრობ. რაც შეეხება მომავალს, ერთ მშვენიერ დღეს ბრაზილიაში აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაშზეც არ ვიტყოდი უარს”, - თქვა ნეიმარმა.

ნეიმარს გვრადიოლასთან მუშაობა “ბარსელონაში” არ მოუწია. პეპმა “ბლაუგრანა” მაშინ დატოვა, როდესაც ბრაზილიელი შემტევი “კამპ ნოუზე” გადაბარგდა.

0.110806