ფეხბურთი

11:25 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

რომარიოს სუპერგოლები (VIDEO)

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი რომარიო დე სოუზა ფარია დაიბადა 1966 წლის 29 იანვარს. 2004 წელს ფიფამ რომარიო პლანეტის 125 უძლიერეს მოთამაშეთა შორის შეიყვანა. პელეს შემდეგ შედეგიანობით მეორე ადგილზეა. 2007 წლის 20 მაისს რომარიომ ოფიციალურ მატჩებში თავისი მეათასე გოლი გაიტანა. რომარიო 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა. 1997 წლის კონფედერაციათა თასის გამარჯვებული და საუკეთესო ბომბარდირი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. 1994 წელს ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. რომარიოს მოპოვებული აქვს ჰოლანდიისა და ბრაზილიის ჩემპიონობა, სამჯერ ჰოლანდიის თასი, ორჯერ ”კოპა ამერიკის” ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირია. 2000 წელს გახდა ბრაზილიის ჩემპიონი, ხოლო რიო დე ჟანეიროს პირველობა ოთხჯერ აქვს მოგებული. შვიდჯერ იყო რიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

თეგებირომარიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134988