ფეხბურთი

22:05 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი”, “ბარსელონა” და “ჩელსი” სტოუნსისთვის იბრძოლებენ

მადრიდის “რეალი”, კატალონიის “ბარსელონა” და ლონდონის “ჩელსი” “ევერტონის” მცველის ჯონ სტოუნსის შეძენაში შეეცილებიან ერთმანეთს. ინფორმაციას Mail on Sunday ავრცელებს.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლივერპულელებმა ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი “არისტოკრატებს” 38 მილიონ გირვანქა სტერლინგად არ მიყიდეს. ამჯერად აღნიშნული გუნდები შეეცდებიან “ევერტონი” 50 მილიონით მოხიბლონ.

მიმდინარე სეზონში სტოუნსის ფასი 13 მილიონიდან 25-მდე გაიზარდა. 21 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთ პერსპექტიულ და ნიჭიერ მცველად ითვლება და გრანდების დაინტერესებაც ამას ცხადყობს.

0.112158