ფეხბურთი

20:39 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ნაკრების ახალი სამწვრთნელო შტაბი

23 იანვარს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნინო სორდიამ, ეროვნულ გუნდს ახალი მწვრთნელები წარუდგინა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან ბაჯელიძე იქნება, მის თანაშემწედ კი, გივი კვარაცხელია იმუშავებს. ეს უკანასკნელი პარალელურად 19-წლამდე გოგონათა ნაკრებსაც გაწვრთნის. ახალმა სამწვრთნელო შტაბმა პირველი ვარჯიში დღეს გამართა, ეროვნულმა გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. მათი დებიუტი თებერვალში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში შედგება. 22 თებერვალს ჩვენი გოგონები დუბაის ეწვევიან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. შეხვედრები 25 და 27 თებერვალსაა დაგეგმილი.

სფფ-ს პრესსამსახური

0.116258