კალათბურთი

18:04 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლომოურმა სამქულიანების კონკურსი ზედიზედ მეორედ მოიგო

“All Star”-ის შემადგენელი ნაწილი იყო სამქულიანების კონკურსი, სადაც 6 სპორტსმენი მონაწილეობდა. ფინალში გამოსვლის უფლება შარშანდელი “All Star”-ის სამქულიანების კონკურსის გამარჯვებულმა აკაკი ლომოურმა (“აკადემია”) და “ქუთაისი-2010”-ის ფორვარდმა გიგი ბარბაქაძემ მოიპოვეს, რომლებმაც 16-16 ქულაც დააგროვეს.

ფინალი უაღრესად დაძაბული გამოდგა, პირველი დაპირისპირება ფრედ 16:16 დასრულდა. დამატებითი დაპირისპირება ლომოურმა 19:15 მოიგო და ზედიზედ მეორედ გახდა სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114608