ფეხბურთი

22:23 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტორესს რვა კლუბი ეპატიჟება...

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდ ფერნანდო ტორესს თავისთან თამაშს დღეისათვის ერთბაშად რვა გუნდი სთავაზობს. ამის შესახებ “ელ ნინიოს” აგენტმა ხოსე ანტონიო მარტინმა გამოცემა “მუნდო დეპორტივოსთან” საუბრისას განაცხადა.

კონტრაქტის გახანგრძლივება? – ვფიქრობთ, დღიდან დღემდე, თამაშიდან თამაშამდე. დიეგო სიმეონე ფერნანდოსთან საუბარს აპირებს და ყველაფერს კლუბი გადაწყვეტს. თუმცა დღეს, მაგიდაზე მიდევს შემოთავაზება 8 სხვადასხვა გუნდისგან.” - თქვა ტორესის აგენტმა.

31 წლის ესპანელი თავდამსხმელი “ატლეტიკოს” ერთი წლის წინ დაუბრუნდა, მაგრამ ძველი ფორმა ვერაფრით აღიდგინა და ჯამში “როხიბლანკოს” 5 გოლით შეეწია. მიმდინარე სეზონში კი 16 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111544