ფეხბურთი

21:25 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სარი მკაცრად დაისაჯა

იტალიური “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. შესაბამისად, სარი 2016-2017 წლების სეზონში იტალიის თასზე თავის გუნდს ორ შეხვედრაში ვერ უხელმძღვენელებს. ამასთან, გამოცდილ სპეციალისტს ჯარიმის სახით 20 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

სარის დასჯის მიზეზი “ნაპოლისა” და “ინტერის” (0:2) მატჩის დასრულების შემდეგ “ნერაძურის” თავკაც რობერტო მანჩინისთან მომხდარი კონფლიქტია, რომლის დროსაც მაურიციომ ვიზავი უშვერი სიტყვებით შეამკო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118066