ფეხბურთი

18:37 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილმა ამხანაგურში დუბლი მიითვალა

ლადო დვალიშვილმა ორი გოლი გაიტანა ამხანაგურ მატჩში. “პოგონმა” 6:0 გაანადგურა პოლონეთის ქვედალიგელი “სტარგარდი” და ქართველმა ფორვარდმა საწყის 16 წუთში მიითვალა დუბლი (VIDEO). ლადო პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

დვალიშვილმა წინა მატჩშიც გაიტანა და მწვრთნელი ჩესლავ მიხნიევიჩი მისით კმაყოფილია: ლადო კარგ ფორმაში შევიდა და მეორე წრეში მისგან ბევრ გოლს ველითო.

აშშ-ში, კერძოდ კი ორლანდოში დონეცკის “შახტარმა” 2:3 წააგო ბრაზილიურ “კორინთიანსთან”. გიორგი არაბიძეს ამჯერად არ უთამაშია, სათადარიგოებში იყო. არაბიძემ წინა შეხვედრაში ბოლო 14 წუთი ითამაშა: ეს რონალდინიოს “ფლუმინენსთან”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098917