ფეხბურთი

19:00 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძემ საგოლე პასით დაიწყო

"დნიპრომ" პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და გერმანიის სამოყვარულო კლუბ "რედინგჰაუზენთან" 1:3 წაგება მოახერხა. სანდრო კობახიძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და საგოლე პასი მიითვალა: მარჯვენა ფლანგზე გაექცა მეტოქეს, დაბალი ბურთი ჩააწოდა და რომან ბეზუსმა გაიტანა.

დარჩება თუ არა კობახიძე "დნიპროში", ეს ჯერ უცნობია. კონტრაქტი ამ კლუბთან აქვს, თუმცა სანდრომ არაერთხელ თქვა, რომ იმ გუნდში სურს ყოფნა, სადაც თამაში მოუწევს. ისე, "დნიპროს" შემადგენლობა საკმაოდ შეთხელებულია, ეს შედეგშიც აისახა და სავარაუდოდ, ქართველს არც იქ უნდა ჰქონდეს პრაქტიკის პრობლემა.

ლევან ყენიაზეც: მან "სლავიას" ერთი ამხანაგური მატჩი გამოტოვა მცირე ტრავმის გამო და ახლა მოედანს დაუბრუნდა. "უსტი ნად ლაბემთან" "სლავიამ" 0:2 წააგო, ყენიამ კი პირველ ტაიმში ითამაშა.

0.114215