ფეხბურთი

20:03 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ფოფხაძე: "ჯერ არაფერი კონკრეტული, "ცხინვალში" ვივარჯიშებ"

29 წლის მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე უკლუბოდაა და როგორც "მსოფლიო სპორტს" უთხრა, ჯერ კონკრეტული წინადადება არ მიუღია - მათ შორის, არც ქართული კლუბებიდან. ფოფხაძემ გვაცნობა, რომ "ცხინვალში" ივარჯიშებს, სანამ კახა კაჭარავას გუნდი თურქულ შეკრებაზე წავა:

"მადლობა მინდა გადავუხადო "ცხინვალს" და კახა კაჭარავას. ფორმის შენარჩუნებას ვეცდები. აქამდე კი, რაც "ფლამურტარიდან" წამოვედი, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი".

ფოფხაძემ 2014/2015 წლების სეზონი პოლონურ "იაგელონიაში" დაასრულა და მალევე კრაკოვის "ვისლას" ვარიანტი ჰქონდა:

"შევცდი, რომ "ვისლას" შემოთავაზება არ მივიღე. საქმე ისაა, რომ პოლონურ კლუბს იმ დროს ფინანსურად უჭირდა, ამიტომაც უკეთეს ვარიანტს დაველოდე".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122886