ფეხბურთი

10:19 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: “სარი რასისტია” (+VIDEO)

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი “ნაპოლის” თავკაც მაურიციო სარის რასისტს უწოდებს და ფეხბურთიდან მის მოკვეთას ითხოვს.

საქმე ისაა, რომ იტალიის თასის მეოთხედფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც “ინტერმა” “ნაპოლის” 2:0 მოუგო, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იჩხუბეს და ერთმანეთი უშვერი სიტყვებითაც შეამკეს.

“მაურიციო სარი რასისტია და ფეხბურთში არ უნდა მუშაობდეს. ადამიანი, რომელიც 60 წელსაა მიტანებული, ასე არ უნდა იქცეოდეს. ეს საშინელებაა”, - თქვა მანჩინიმ.

თავის მხრივ, მატჩის მერე რობერტოს “ნაპოლის” თავკაცმა მოუბოდიშა:

“ძალიან განერვიულებული ვიყავი. მანჩინის ბოდიშს ვუხდი”, - აღნიშნა სარიმ.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი “ნერაძურიმ” სტევან იოვეტიჩისა და ადემ ლიაიჩის გოლებით მოიგო და ნახევარფინალში გავიდა (VIDEO).

0.131169