კალათბურთი

23:31 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

რენსომი ვარჯიშს შეუდგა

სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრები არმიას“ ამერიკელი ლეგიონერი უკანახაზელი კაჰიმ რაშად რენსომი (20.07.93, 185) გამოჯანმრთელების შემდეგ ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ რენსომის თანაგუნდელმა უკანახაზელმა ლევან გრძელიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ რენსომს ფეხი აწუხებდა და ამის გამო სუპერლიგის რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. ,,მგზავრები არმია“, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატის ფავორიტად არ ითვლება, პროგნოზის საპირისპიროდ კარგად თამაშობს და ჯერჯერობით, მეოთხე ადგილზე იმყოფება.

0.118169