ფეხბურთი

11:15 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” ვიდიჩთან კონტრაქტი გაწყვიტა

მილანის “ინტერმა” 34 წლის სერბ მცველთან ნემანია ვიდიჩთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

ვიდიჩი “ინტერში” 2014 წელს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და გასულ სეზონში სერია ა-ში ჩატარებულ 28 მატჩში ერთი გოლი მიითვალა, მიმდინარე სეზონში კი არცერთ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

გავრცელებული ინფორმაციით, სერბი ფეხბურთელი კარიერას სავარაუდოდ ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში (MLS) განაგრძობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114157