ჭადრაკი

14:34 | 18.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალის ბოლო საგზური ძაგნიძემ მოიპოვა

საქართველოს პირველობაზე ვაჟ მოჭადრაკეთა შორის მეოთხედფინალის ბოლო მონაწილის ვინაობა ტაი-ბრეიკის საშუალებით გაირკვა. ნანა ძაგნიძემ დავით ბენიძე 1.5:0.5 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ამრიგად, მეოთხედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: თორნიკე სანიკიძე – მიხეილ მჭედლიშვილი, ლუკა პაიჭაძე – მერაბ გაგუნაშვილი, ნანა ძაგნიძე – დავით ჯოჯუა, ლევან ფანცულაია – ლელა ჯავახიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონი ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი გახდება. I-III ადგილზე გასული სპორტსმენები 2016 წლის ევროპის ინდივიდუალურ ჩეპიონატზე დაფინანსდებიან, ასევე უკონკურსოდ გამოვლენ ვაჟთა 76-ე ეროვნულ ჩემპიონატზე.

წარმატებული მოჭადრაკეები შემდეგ ფულად ჯილდოსაც მიიღებენ: 1. 6 000 ლარი+ფედერაციის გრანტი 1 500 ლარი, 2. 4 500 ლარი+1 000 ლარი, 3. 3 5 00 ლარი+500 ლარი, 4. 2 500 ლარი, 5-8. 500-500 ლარი.

www.gcf.org.ge-ს ფოტო

0.112102