ფეხბურთი

13:32 | 18.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხარაიშვილი და “ვიტესი” რეალური გახდა

თბილისის “საბურთალოს” 19 წლის შემტევი გიორგი ხარაიშვილი არნემის “ვიტესში” გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია. ჰოლანდიური სპორტული მედია აქტიურად წერს, რომ “ვიტესის” ხელმძღვანელობას ხარაიშვილის შეძენა გადაწყვეტილი აქვს და უახლოეს დღეებში კონტრაქტსაც გაუფორმებს.

როგორც worldsport.ge-სთვის გახდა ცნობილი, გიორგი ჯერ კიდევ თბილისშია და გუნდთან ერთად საქართველოს უმაღლესი მეორე წრისთვის ემზადება, ხოლო 27 იანვარს, “საბურთალოს” თურქულ შეკრებაზეც გაჰყვება. როგორც “საბურთალოს” პრესსამსახურმა გვითხრა, მას შემდგომ, რაც დეკემბერში ტეო იანსენი იყო ჩამოსული, სიახლე არაფერია. ყოველშემთხვევაში, “ვიტესიდან” ჯერ მათ არავინ დაკავშირებიათ.

მოგეხსენებათ, დეკემბერში ხარაიშვილის საქმეში სანახავად “ვიტესის” წარმოამდგენელი ტეო იანსენი თბილისში იმყოფებოდა და “ტორპედოსთან” მატჩსაც (4:4) დაესწრო, რომელშიც გიორგიმ საჯარიმო დარტყმით გოლიც გაიტანა. ცნობილია, რომ ჰოლანდიელებს ხარაიშვილი მოეწონათ, თუმცა მას მერე ამ დრომდე სიახლე არ ყოფილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134672