ფეხბურთი

22:49 | 16.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ილურიძე “სკა-ენერგიაში” გადადის

გორის “დილას” შემტევი გიორგი ილურიძე “სკა-ენერგიაში” გადადის. რუსული პრესის ცნობით, მოლაპარაკებები დაწყებულია და ტრანსფერის დიდი ალბათობა გუნდის მწვრთნელმა ალექსანდრ გრიგორიანმაც დაადასტურა.

“სკა-ენერგია” რუსეთის პირველ დივიზიონში მე-14 ადგილზეა. ამ გუნდში გააგრძელებს კარიერას გიორგი ნავალოვსკიც - მისი საკითხიც თითქმის გადაწყვეტილია. კლუბის ერთ-ერთი ლიდერი კახა ალადაშვილია.

ილურიძე რუსეთში ადრეც თამაშობდა, 2010-2012 წლებში მახაჩყალის “ანჟიში” გახლდათ. მას მერე იყო გორის “დილაში”, სპლიტის “ჰაიდუკში”, კვიპროსის “ერმისში” და “ზესტაფონში”. შარშან “დილაში” დაბრუნდა, თუმცა სავარაუდოდ, ისევ შეიცვლის კლუბს.

ტრავმებმა დაღი დაასვა ილურიძის თამაშს. მას ყველაზე კარგი პერიოდი 2012 წელს ჰქონდა, როცა “დილაში” მშვენივრად ჩაატარა სეზონი და ევროტურნირებზეც გამოიჩინა თავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111965