ფეხბურთი

20:11 | 15.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავა "ცხინვალს" დაემშვიდობა და მადლობას უხდის

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა კარიერას რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ "როსტოვში" რომ გააგრძელებს, ჩვენს მკითხველს ეცოდინება. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი რუსულმა კლუბმა ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დაადასტურა და ნიკაც უკვე ახალ კლუბთან ერთად ემზადება.

22 წლის თავდამსხმელმა თავის ყოფილ კლუბს წერილით მიმართა, რომელშიც გაწეული სამსახურითვის "ცხინვალის" პერსონალს მადლობას უხდის და სამომავლო წარმატებებს უსურვებს.

"მივიღე "ცხინვალის" დატოვებისა და ძალების უკეთეს ჩემპიონატში მოსინჯვის გადაწყვეტილება. "ცხინვალმა" ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შემიშალა, რისთვისაც მადლიერი ვარ.
მინდა ამ კლუბის ყველა გულშემარკივარს მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთის. მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, თითოეული მათგანისგან ბევრი რამ ვისწავლე, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა.
მადლობას ვუხდი მწვრთნელებს, რომლებიც მენდობოდნენ და რთულ პერიოდში გვერდში დამიდგნენ. მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისინი განვითარებაში ყოველთვის მეხმარებოდნენ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტ მურთაზ შელიას, საპატიო პრეზიდენტ დიმიტრი სანაკოევს, სპორტულ დირექტორ გიორგი ქინქლაძესა და გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას. მათ ჩამოაყალიბეს კლუბი, რომელიც აუტსაიდერობიდან ეროვნული ჩემპიონატის მოწინავე გუნდად იქცა. "ცხინვალს" დღეს აქვს ამბიცია ახალგაზრდული შეადგენლობით იბრძოლოს ჩემპიონობისთვის და მაღალი მიზნებისთვის.
კლუბი სწორ გზაზე დგას და მჯერა მალე "ცხინვალის" ყველა წევრის შრომა და თავდადება შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
ბოლოს მადლობა მინდა გადავუხადო "ცხინვალის" ყველა თანამშრომელს. ამ კლუბში დაიწყო ჩემი პროფესიონალური კარიერა ფეხბურთში და აქ გატარებული ყველა სეზონი და მატჩი ყოველთვის კარგად გამახსენდება.
მადლობა თქვენ ყველაფრისთვის, წარმატებები ცხინვალს"!, - აქვეყნებს "ცხინვალი" კაჭარავს წერილს.

კაჭარავა მიმდინარე სეზონში უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირია 15 მატჩში გატანილი 13 გოლით, ხოლო შარშან 25 შეხვედრაში თავი 12-ჯერ გამოიჩინა. ამასთან, ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთში, ადგილობრივ "ბოტოშანს" მეტად ლამაზი გოლი გაუტანა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში კი "როსტოვის" შემტევის ანგარიშზე 6 მატჩში გატანილი 3 გოლია.

ჩიხურა   3 - 2    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   0 - 0    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

ცხინვალი   1 - 1    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   1 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

სამტრედია   1 - 2    სიონი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   5 - 0    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.464257