ფეხბურთი

18:39 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "ფრანგები შვედეთს საფრანგეთზე არანაკლებ უქომაგებენ"

შვედმა სუპერვარსკვლავმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ევრო-2016-ზე საფრანგეთში ქომაგების მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს. საინტერესოა, რომ "იბრამ" იგულისხმა არა მხოლოდ შვედი გულშემატკივრები, არამედ ადგილობრივები - ფრანგები. ის ხომ ფრანგული პსჟ-ის ლიდერია. ამით მან საკუთარ სიდიადეს გაუსვა ხაზი:

"დარწმუნებული ვარ, ფრანგები ევროპის ჩემპიონატის დროს შვედეთს არანაკლებ უქომაგებენ, ვიდრე თავიანთი ქვეყნის ნაკრებს. საერთოდ, დიდი იმედი მაქვს, რომ შვედები შორს წავალთ ევროპაზე. ნებისმიერი გუნდი, სადაც კი მითამაშია, ბოლომდე მიიწევდა გამარჯვებისკენ. ამის მიზეზი ისაა, რომ მე ვთამაშობდი. როცა ვაგებ, მონსტრს ვემსგავსები" - უთხრა იბრაჰიმოვიჩმა ფრანგულ ეკიპ-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112884