ფეხბურთი

17:44 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟი უკრაინის 16-წლამდელთა ნაკრებშია

უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში ქართველები ხშირად ყოფილან და კიდევ ერთი ასეთი 16-წლამდელთა ნაკრებშია: ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი. ის 2000 წელსაა დაბადებული, კიევის "დინამოს" აკადემიაშია და ძალიან აქებენ - ამ ასაკის ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად მიიჩნევა.

გიორგი წიტაიშვილი კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია. კლიმენტი კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია, თამაშობდა თბილისის "დინამოში", ზუგდიდის "დინამოსა" და "ოდიშში", თსუ-ში, "შევარდენში" და არაერთ უცხოურ კლუბში, მათ შორის, 2003-2006 და 2008-2009 წლებში კვიპროსის "ანორთოსისშიც" გახლდათ - როცა თემურ ქეცბაია წვრთნიდა გუნდს.

2000 წელს დაბადებულთა ნაკრებებს შემოდგომაზე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელით.

ამჟამად კი გიორგი წიტაიშვილი გამოძახებულია 8-გუნდიან საერთაშორისო ტურნირზე სათამაშოდ. აქვე ვთქვათ, რომ წიტაიშვილი შარშან ივნისში უკრაინის 15-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130381