კალათბურთი

10:25 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას მორიგი დუბლი და გამარჯვება "მინესოტასთან" (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიამ ნბა-ს მიმდინარე სეზონში მორიგი დუბლი მიითვალა. მინეაპოლისში „მინესოტასთან“ მატჩში ქართველმა ცენტრმა 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, მისმა „დალასმა“ კი მასპინძლები 93:87დაამარცხა.

ფაჩულიასთვის ეს გახლდათ სეზონის მე-19 ორმაგი დუბლი. ზაზამ მინესოტასთან მატჩი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო და დალასელებს მესამე პეიროდამდე ლიდერობდა. შემდეგ კი ლიდერობა დირკ ნოვიცკიმ გადაიბარა და ტეხასური გუნდი გამარჯვებამდე მივიდა.

ფაჩულიამ 9-დან 4 ორქულიანი და 5-დან ხუთივე საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულასა და 11 მოხსნასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. „დალასში“ 29 ქულით საუკეთესო იყო დირკ ნოვიცკი, 14 ქულა დააგროვა ჩენდლერ პერსონსმა.

დალასელებს 22 მოგების წილ 16 მარცხი აქვთ და დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-5 ადგილზე არიან. 13 იანვარს ფაჩულიას გუნდი ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდს“ უმასპინძლებს.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126653