ფეხბურთი

19:10 | 10.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სილკებორგის” მწვრთნელი: “სხირტლაძის განსაკუთრებული იმედი გვაქვს”

დანიის პირველლიგელმა “სილკებორგმა” ორი თვის წინ გაუფორმა კონტრაქტი დავით სხირტლაძეს და ახალი წლიდან ის ოფიციალურად გახდა ახალი კლუბის ფეხბურთელი. “სილკებორგს” პეტერ სიორენსენი წვრთნის, რომელიც კარგა ხანს თავკაცობდა “ორჰუსს” – საიდანაც სხირტლაძე გადავიდა “სილკებორგში”.

“სხირტლაძისგან განსაკუთრებულს ველით. ის ჭკვიანია და ბურთს მშვენივრად ფლობს. მისგან გოლების გატანას ველით. ყოფილა მატჩები “ორჰუსშიც”, როცა ის საუკეთესო იყო მინდორზე” – თქვა სიორენსენმა.

სხირტლაძემ “ორჰუსში” 83 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. ის 17 წლისა იყო, როცა “ორჰუსმა” წაიყვანა, ხოლო ახლა 22-ისაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113545