ფეხბურთი

19:42 | 4.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” 77 ფეხბურთელი დაარეგისტრირა

კატალონიურმა “ბარსელონამ” სატრანსფერო სანქციის გასვლიდან პირველივე დღეს 77 ახალი მოთამაშე დაარეგისტრირა – იუწყება ცნობილი გამოცემა El Mundo Deportivo.

ძირითად გუნდში ორი ფეხბურთელი არდა თურანი და ალეიშ ვიდალი ითამაშებენ, სარეზერვო გუნდის ღირსებას ხოკინ ესკიეტა, მოი დელგადო, ჩემი, რობერტ გონსალვეში და დანი რომერა დაიცავენ, ხოლო დანარჩენი ფეხბურთელები ახალგაზრდულ გუნდებში გადანაწილდებიან.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ახალწვეულებს შორის დანიელ გუდიონსენიცაა, რომელიც “ბლაუგრანას” ყოფილი ფეხბურთელის ეიდურ გუდიონსენის შვილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118624