ფეხბურთი

19:40 | 3.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვილაშ-ბოაშმა შესაძლოა “ვალენსია” ჩაიბაროს

“ზენიტის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა მიმდინარე სეზონის ბოლოს შესაძლოა “ვალენსია” ჩაიბაროს. ინფორმაციას ესპანური fichajes.net-ი ავრცელებს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს რუსულ კლუბს დატოვებს.

ევროპული მედია ვილაშ-ბოაშს “პორტუსაც” უკავშირებს. “დრაკონებს” ანდრემ პორტუგალიის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და უეფას ევროპის ლიგა მოაგებინა.

“ღამურებს” ამჟამად გარი ნევილი ხელმძღვანელობს. ინგლისელს ესპანურ გუნდთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ვილაშ-ბოაშის გუნდი “ვალენსიას” ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა და ორივე შეხვედრა (3:2, 2:0) მოუგო.

“ზენიტი” რუსეთის პრემიერლიგაში 18 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში რუსული გუნდის მეტოქე ლისაბონის “ბენფიკაა”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118424