ფეხბურთი

21:07 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბენფიკამ” “ბარსელონას” ფეხბურთელი დაიმატა

ლისაბონის “ბენფიკამ” კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის წევრი ალეხანდრო გრიმალდო გაიფორმა. ამის შესახებ ლუზიტანური გუნდის ვებგვერდი გვამცნობს. 20 წლის მარჯვენა მცველმა “არწივებთან” კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა, მისი ყიდვა პორტუგალიურ გრანდს 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა. ამასთან, თუ გრიმალდო მომავალში სხვაგან გაიყიდება, თანხის პროცენტული ნაწილი “ბარსასაც” ერგება.

გრიმალდო 2008 წლამდე “ვალენსიას” ახალგაზრდულ გუნდში ირჯებოდა, ხოლო მას შემდგომ “ბარსელონას” რიგებშია, მაგრამ მთავარ გუნდში დებიუტი აქამდე არ ჰქონია. ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ალეხანდროს მუხლის ტრავმა ჩაითვალოს, რის გამოც საკმაო ხანი გაუცდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111929