ფეხბურთი

10:26 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ცხინვალი” ფეხბურთელებმა დატოვეს

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარი “ცხინვალი” ერთბაშად სამმა ფეხბურთელმა, ომარ მიგინეიშვილმა, აკაკი შულაიამ და მიხეილ გორელიშვილმა დატოვეს. ამის შესახებ “ცხინვალის” ფეისბუქის გვერდი იუწყება. მეკარე მიგინეიშვილი და შულაია კახა კაჭარავას გუნდში სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხნენ, თუმცა შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხეს, ხოლო გორელიშვილი ცხინვალელთა ახალწვეული გახლდათ, მაგრამ კონტრაქტი ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე მალევე გაწყდა.

მიგინეიშვილი “ცხინვალს” გორის “დილადან” შეუერთდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში გუნდის ღირსება არ დაუცავს, რაც შეეხება 19 წლის შულაიას, იგი მარტვილის “მერანიდან” დაიმატეს და მოედანზე 10-ჯერ გამოჩნდა. 22 წლის გორელიშვილი კი ბოლოს გორის “დილაში” ირჯებოდა, რომლის შემადგენლობაშიც შარშან საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13348