ჭადრაკი

23:23 | 29.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ხოტენაშვილმა დააფიქსირა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულდა პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (2834) გახდა. ნორვეგიელმა დიდოსტატმა 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და ჩინელ იანგიი იუს (2736) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ბელა ხოტენაშვილმა (2496) აჩვენა, რომელმაც ბოლო ტურში თეთრი ფიგურებით ინდოელი ჰარშიტ რაჯა (2325) დაამარცხა და 5.0 ქულით 54-ე ადგილზე გავიდა.

4.0 ქულით ზუსტად მე-100 შედეგი აჩვენა საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2559), რომელმაც მე-9 ტურში თეთრებით ვიეტნამელი ნგუიენ პამ ლე ტაო (2319) დაამარცხა.

3.5 ქულით დაასრულა ასპარეზობა ნინო ბაციაშვილმა (2498), რომელმაც პირველივე ტურში კარლსენთან სენსაციური ყაიმი დააფიქსირა, შემდეგ კი თავი დიდად აღარ გამოუჩენია. უკანასკნელ ტურში ბაციაშვილი თეთრებით უზბეკ ნოდირბეკ აბდუსატოროვს (2429) დაუზავდა.

ქართველთაგან უარესი შედეგი – 3.0 ქულა სოფიკო გურამიშვილს (2368) აღმოაჩნდა, რომელმაც ბოლო პარტია შავებით ინდოელ აბჰიმანიუ პურანიკთან (2442) წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115524