ფეხბურთი

20:58 | 29.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” ვარანი დაუბრუნდა, რამოსი – გამოაკლდა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა “სოსიედადთან” სათამაშოდ 19-კაციანი განაცხადი დაასახელა, რომელთაგან ერთი მოთამაშე ავტომატურად ამოვარდება.

მადრიდულ კლუბს ერთთვიანი პაუზის შემდგომ რაფაელ ვარანი დაუბრუნდა, ხოლო სერხიო რამოსი მცირე დაზიანების გამო გამოაკლდა. კვლავ ტრავმირებულია დანიელ კარვახალი, ხოლო ალბარო არბელოა და დენის ჩერიშევი ბენიტესმა არ იახლა.

მადრიდელთა განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ნავასი, კასილია, იანეზი;
მცველები: ვარანი, პეპე, ნაჩო, მარსელო, დანილო;
ნახევარმცველები: კროოსი, ხამესი, ბეილი, კასემირო, კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ისკო;
თავდამსხმელები: რონალდუ, ვაზკესი, ბენზემა, ხესე.

აღნიშნული დაპირისპირება ხვალ საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება.

0.113601