ფეხბურთი

17:02 | 28.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰიტცფელდი: “გვარდიოლას წასვლა “ბაიერნზე” უარყოფითად ვერ იმოქმედებს”

ლეგენდარული გერმანელი სპეციალისტი ოტმარ ჰიტცფელდი მიუნხენის “ბაიერნის” ამჟამინდელი თავკაცის, პეპ გვარდიოლას კრიტიკას მისდგა. როგორც ოტმარმა შვეიცარიულ Blick-ს განუცხადა, გვარდიოლას წასვლით “ბაიერნი” მოიგებს, რადგან ესპანელისა და მიუნხენური გიგანტის ფილოსოფია ერთმანეთს არ ემთხვევა.

“პეპი ტაქტიკრად ძალიან ძლიერი მწვრთნელია, მაგრამ ფეხბურთელებთან ინდივიდუალურად ურთიერთობა უჭირს. ამიტომაც, მას არ შეუძლია გაწვრთნას “ბაიერნის” მსგავსი გუნდი და გერმანელები გვარდიოლას გათავისუფლებით დამწუხრებულნი არ უნდა იყვნენ. “ბაიერნი” უდიდესი გუნდია და მწვრთნელის შეცვლა მასზე უარყოფითად ვერ იმოქმედებს. თუ ერთი წავა, მეორე – მოვა”, - ბრძანა ჰერ ოტმარმა.

მოგეხსენებათ, 66 წლის ჰიტცფელდს “ბაიერნში” კარგი პერიოდი აქვს გარებული. ალემანი სპეციალისტი მიუნხენში 1998-2004 და 2007-2008 წლებში მუშაობდა და გუნდს 2001 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.

0.112527