ფეხბურთი

18:40 | 27.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერარდი “ტოტენჰემის” გეგმებშია

ლონდონის “ტოტენჰემი” იტალიის ახალგაზრდული ნარებისა და “სასუოლოს” 21 წლის თავდამსხმელის დომენიკო ბერარდის შეძენას გეგმავს. როგორც ინგლისური მედია გვამცნობს, “მამლების” ხელმძღვანელებს ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო აქვთ გადადებული.

თუმცა, საქმეს ერთი გარემოება ართულებს – ბერარდის სატრანსფერო უფლებების ნახევარი ტურინის “იუვენტუსს” ეკუთვნის და ლონდონელებს “სასუოლოს” გარდა, იტალიის ჩემპიონის დაყოლიებაც მოუწევს.

ბერარდის მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო.

0.118386