ფეხბურთი

19:29 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას მოურა 30 მილიონი ღირს

ფრანგული პსჟ-ს ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ლუკას მოურამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს.

როგორც The Telegraph-ი იტყობინება, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 23 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილი “მანჩესტერ იუნაიტედმა” და “ლივერპულმა” გამოთქვეს. წყაროს ინფორმაციით, პსჟ მოურას სანაცვლოდ 22 მილიონ გირვანქა სტერლინგს (30 მილიონი ევრო) ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერს” მისი შეძენა 2012 წელსაც სურდა, როდესაც ნახევარმცველი ჯერ კიდევ სამშობლოში, “სან-პაულუში” თამაშობდა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში, მოურამ 4 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119448