ფეხბურთი

18:27 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრ შტელინი: „არსებული პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ“
„მალხაზ ასათიანი, მიხეილ აშვეთია ,ლევან სილაგაძე.. მათი დონის ფეხბურთელი საქართველოში დღეს არ მოიძებნება“

ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოს 27-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე 20 ქულით (5 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება) გათამაშების ცხრილის მე-10 საფეხურზე დაასრულა. გუნდმა პირველი შვიდი ტური გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით ჩაატარა და 9 ქულის ( 2 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება )დაგროვება შესძლო. ტორპედოელთა ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ (შინ "ცხინვალთან“ და საჩხერეში „ჩიხურასთან") დარასელიას თანამდებობის დატოვება მოუხდა. „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ქუთაისელი გულშემატკივრებისათვის კარგად ნაცნობმა უკრაინელმა სპეციალისტმა ალექსანდრ შტელინმა ჩაიბარა. ახალი თავკაცის ხელში გუნდმა ჩემპიონატში 3 თამაში მოიგო, ამდენივე ფრედ ითამაშა და 2 წააგო. ამ პერიოდში ქუთაისელები თბილისის "დინამოსთან" 2- მატჩიან პაექრობაში ქვეყნის თასისათვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

გუნდში არსებულ მდგომარეობაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე ალექსანდრ შტელინმა კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა:
“გადაუჭარბებლად უნდა ვთქვა, გუნდში საგანგაშო მდგომარეობა დამხვდა, ჩემი დანიშვნიდან ორ კვირაში ფეხბურთელებს ჩავუტარე რამდენიმე ტესტი. შედეგები არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. ბიჭების ფუნქციონალური მდგომარეობა და ფიზიკური კონდინციები დაბალ დონეზე იყო და „ცხინვალთან“ და „ჩიხურასთან“ თამაშების ვიდეოფირებს როცა ვუცქერდი, აღარ მიკვირდა ბიჭები სირბილის ნაცვლად რომ დაძუნძულებდნენ და მეტიც, ხშირად უბრალოდ იდგნენ მოედანზე. მოკლე ვადაში ყველა ხარვეზს ვერ მოერევი, შევეცადე მაქსიმალურად გამომეყენებინა დრო. მალევე დავინახე, რომ ფეხბურთელები მზად არიან სრულყოფილი წვრთნისათვის, საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოსავლენად. დავინახე მონდომება და ამან იმედები ჩამისახა. ჩემი ხელმძღვანელობით გამართულ პირველივე მატჩში თბილისის "დინამოსთან" ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებული დროის ბოლო წუთზე დასანანი გოლი გავუშვით. მიუხედავად ამისა, მაშინ გამიჩნდა იმედი,რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე მოუმატებდა, თუმცა შევცდი. მეტად დასანანი მარცხი განვიცადეთ სამტრედიაში. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მსაჯმა, რატომღაც, წესების სრული დაცვით გატანილი ბურთი არ ჩაგვითვალა, გუნდი ფსიქოლოგიურად გატყდა და დავმარცხდით. ამას მოჰყვა კიდევ ერთი გასვლითი მარცხი "სიონთან". მაგრამ გუნდმა აქაც იბრძოლა. ყველაზე გასაოცარი ის იყო,რომ მასპინძელი მეორე ნომრად გვეთამაშა და 3 გოლი კონტრშეტევაზე გაგვიტანა, ამ მატჩებს შორის კი იყო ერთი გამორჩეული თამაში "გურიასთან“, რომელმაც გამიჩინა რწმენა, რომ სწორი მუშაობა შედეგის მომტანი იქნებოდა. ლანჩხუთელები დაწინაურების შემდეგ კარგა ხანს ინარჩუნებდნენ უპირატესობას ანგარიშში, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს ჯერ გათანაბრება და მერე მატჩის მოგება. არადა, მე ჩავიბარე გუნდი ,რომელიც როგორც გადმომცეს ვერასდროსა ახერხებდა ბოლომდე ბრძოლას, როგორც წესი, მეორე ტაიმში ძირითადათ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უწევდა ზრუნვა“.
- ბოლო 4 ტური გუნდმა წაუგებლად განვლო. ეს მეტოქეთა სისუსტის ბრალი იყო თუტორპედომმოუმატა?
- "ლოკომოტივი" და "საბურთალო" ჩვენ არც თამაშით ჩამოგვჩრნენ და არც სახიფათო მომენტების შექმნის მხრივ. „საბურთალომ“ კი 4 ბურთი გაგვიტანა და რომ არა ჩვენი მეკარის კარგი თამაში, კიდევ გაიტანდა. მეტოქეთა სისუსტეზე საუბარი არასწორი იქნება. ასე რომ, მე კმაყოფილი დავრჩი ამ მატჩებში გუნდის მოქმედებით.
- თასის მეოთხედფინალშიდინამოსთან" პაექრობაზე რას იტყვით?
- პირდაპირ ვიტყვი,რომ მეორე მატჩი "დინამოსთან" ჩვენ უნდა მოგვეგო და ამას სავსებით ვიმსახურებდით. ვიცოდით,რომ მეტოქე პირველ შეხვედრაში მოპოვებული ერთბურთიანი უპირატესობის გამო ფრთხილ ფეხბურთს შემოგვთავაზებდა, შეეცდებოდა საკუთარ ნახევარზე შეტყუებას და კონრტრშეტევებზე თამაშს. ამიტომ ჩვენც ფრთხილი მოქმედება ავირჩიეთ. დავგეგმეთ, რომ უნდა გაგვეძლო პირველი 40 წუთი, ტაიმის ბოლო 5 წუთში კი მეტოქე 'მიგვეხრჩო" და გაგვეტანა. მაგრამ გაშვებულმა გოლმა ჩვენი გეგმა არია. მართალია, ბიჭები საკმაოდ მოტივირებულნი იყვნენ, მაგრამ პირველ ტაიმში საპასუხო ბურთის გატანა ვერ მოახერხეს. თამაშის განახლების შემდეგ წინასწარ შემუშავებული ტაქტიკური სქემა ავამოქმედეთ – ცენტრში ბურთის კონტროლი და ფლანგებიდან სრაფი შეტევები. სწორედ ასე ვმოქმედებდით და გოლიც გავიტანეთ. ბიჭებს კიდევ უფრო მეტი ზეწოლისაკენ მოვუწოდე და ისინიც ძალიან კარგად ირჯებოდნენ. მეტოქის კარში მე-2 გოლს ვამწიფებდით, მაგრამ მოხდა ის, რამაც ყველაფერი წყალში ჩაყარა - ერთი შეცდომა საკუთარ საჯარიმოში და წავაგეთ მატჩი. ვიომეთ და წავაგეთ, თუმცა ვირწმუნეთ საკუთარი ძალა. ვირწმუნეთ, რომ თუ მოვინდომებთ, ბევრს შევძლებთ.
-დინამოსთანთასის საპასუხო თამაშში გუნდს დისკვალიფიცირებული შინდაგორიძე აკლდა, არადა, ბოლო მატჩებში ის ბომბარდირად მოგვევლინა.
- ძნელი სათქმელია, რა მოხდებოდა შინდაგორიძის მოედანზე ყოფნის შემთხვევაში. ვინც იყო, ყველამ თავდადებით იბრძოლა,მაგრამ მისი სახით დიდი ძალა დაგვაკლდა. .როდესაც მე გუნდში მოვედი, ლაშა დისკვალიფიცირებული იყო და მისი საქმეში ნახვა მხოლოდ "მერანთან" ამხანაგურ მატჩში შევძელი, სადაც მან ტაიმები განსხვავებულ პიზიციებზე ითამაშა. მე ის მარჯვენა თავდამსხმელის ამპლუაში უფრო ძლიერი მომეჩვენა, ვიდრე ცენტრში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე არ ითამაშებს. სადაც გუნდს დაჭირდება, იქ დავაყენებთ. ის ხომ უნივერსალია, აქვს კარგი სასტარტო სისწრფე და გოლის ალღო, მე მას თამაშის სტილით იაია ტურეს შევადარებდი , მისი 2 გატანილი გოლი 'საბურთალოს" კარში ნამდვილ შედევრთა კატეგორიას მიეკუთვნება.
- თქვენი აზრით, გუნდში ძლიერი ხაზი რომელია?
- თავდასხმის შედეგიანობა აშკარად ჩამოუვრდება დაცვაში აქტიურ თამაშს. აბა, გაიხსენეთ, რამდენჯერ იხსნეს "ლოკომტივთან" მატჩში საკუთარი გუნდი მეკარის გარდა ჭიჭინაძემ, ნერგაძემ და უკანდახეულმა კლიმიაშვილმა და საპირისპიროდ, მარტო ბოლო 10 წუთში რამდენი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა ჩვენმა წინა ხაზმა. ასეთ მომენტებს ჩვენი თავდასხმა ხშირად ფლანგავს.

- ხშირად ისმის საუბარი, რომ მოედანზე უფრო მეტი შემქმნელი ფეხბურთელია, ვიდრე ჩამშლელი, რაც მეტოქეებს შეტევების განხორციელებას უიოლებს...
- ჩვენი მიზანია ყველას კონდინციები მივიყვანოთ იმ დონემდე, რომ გუნდში ფეხბურთელების ჩამშლელებად და შემქმნელებად დაყოფა არ მოხდეს. ავიღოთ "ბარსელონას“ მაგალითი. ჩვენ, მართალია, ესპანურ გრანდს ვერ შევედრებით, მაგრამ ცოტა მაინც ხომ უნდა მივბაძოთ. ამ გუნდის ტაქტიკა აწყობილია ბურთის კონტროლზე და მისი თითოეული ფეხბურთელი იქედანვე იწყებს ბრძოლას ბურთის ართმევისათვის, სადაც ის დაკარგა, არაფერს ვამბობ კოლექტიურ ართმევაზე. ჩვენ რაც არ უნდა დავამუშავოთ ეს ტაქტიკური სქემები, თუ ფეხბურთელისთვის ბურთის ართმევა ისეთივე სიამოვნების მომგვრელი არ აღმოჩნდა, როგორც საგოლე გადაცემის გაკეთება, არაფერი გამოვა.
- მე-10 ადგილი რამდენად შეეფერება ამ ყაიდის "ტორპედოს"?
- „ტორპედო" დიდი ტრადიციების, სახელოვანი გუნდია და ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე უნდა იყოს. იმ შესაძლებობების გუნდი, როგორიც დღეს ჩვენ ვართ, მე-5 დგილზე დაბლა არ უნდა ჩამოდიოდეს. ყველა გუნდისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათ ნახევარს მაინც უპრობლემოდ უნდა ვუგებდეთ. მთავარია, ჩვენ ვითამაშოთ კოლექტიური ფეხბურთი და არა თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარი სიამოვნებითვის. შედეგი მხოლოდ ასეთი მიდგომის შემთხვევაში მოვა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე ძალიან მახარებს, რომ მეორე წრეში სტუმრად ვეთამაშებით "დინამოს" და "'ლოკომოტივს“. მათ ხომ შესანიშნავი მოედნები აქვთ. შინ მივიღებთ 'სამტრედიას" და "სიონს", მათთან ჩვენი ანგარიშები გვაქვს. იმედია,ზედა ექვსეულში შესვლას შევძლებთ, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.
- ზამთარში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავთ?
- ჯერჯერობით ფეხბურთელების დამატებაზე საუბარი არ არის. ჩვენ არსებული კონტინგენტითაც შეგვწევს ბრძოლის უნარი, მთავარია რაციონალურად გამოვიყენოთ ძალები. მაგრამ გამორიცხულიც არაფერია, ვნახოთ, გარკვეული ცვლილებები ალბათ იქნება.
- თქვენ უცხოური კავშირები გაქვთ და უცხოელების დამატებას ხომ არ აპირებთ?
- მართლაც გამაჩნია კავშირები საფრანგეთში, ბელგიაში, უკრაინაში, გერმანიაში და შევეცდები შეძლებისდაგვარად გამოვიყენო, მაგრამ არა იქაურების ქუთაისში ჩამოსაყვანად, არამედ პირიქით - ჩვენი ფეხბურთელების უცხოურ კლუბებში მოსაწყობად. ქუთაისი, საქართველო ხომ ტალანტებითაა სავსე.
- 13-15 წლის წინათაც გიმუშავიათტორპედოში“. რა შედარებას გააკეთებდით მაშინდელ და ახლანდელ ჩემპიონატებს შორის?
- ჩემი აზრით, საქართველოს ჩემპიონატის დონემ აშკარად იკლო. ამას ბევრი დაკვირვება არ უნდა. კონკურენცია არის, მაგრამ არა ისეთი, როგორც მაშინ იყო. ფავორიტი კლუბები უფრო მაღალი კლასის იყვნენ. საქართველოს ჩემპიონატიდან ბევრი ფეხბურთელი ძლიერ უცხოურ კლუბებში ხვდებოდა. თუნდაც ტორპედოელები მალხაზ ასათიანი, მიხეილ აშვეთია ,ლევან სილაგაძე გავიხსენოთ. ამათი დონის ფეხბურთელი საქართველოში დღეს არ მოიძებნება. თუმცა, არის გარკვეული პოზიტივი. იმ საფეხბურთო პოლიტიკას ვგულისხმობ, რომელსაც თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი" და "საბურთალო" მიჰყვებიან. ბოლომდე ბრძოლა, კოლექტიური ართმევა, რაც მე ამ გუნდებში დავინახე, ეს დიდი შრომის შედეგია. მე უკრაინის ჩემპიონატიდან მოვედი და ასეთ ფეხბურთს იქ მხოლოდ დონეცკის "შახტარი" თამაშობს. მართალია, იქ ყველაფერი სწრაფად კეთდება, აქ კი უფრო შენელებულად, მაგრამ ეს საფეხბურთო სკოლები მალე დიდ შედეგებს მიაღწევენ . ჩვენ ვალდებულნი ვართ ამ ფერხულში ჩავერთოთ.

- როდის შეიკრიბება გუნდი და უახლოს გეგმებზეც გვითხარით?
- 8 იანვრიდან საწვრთნელ ბაზაზე. გეტყვით, რომ მოუმზადებელნი რომ არ შეხვდნენ ამ შეკრებას, თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალური პროგრამა დავუსახე, სირბილი და ფიზიკური ვარჯიშები. ფეხბურთელები ჯერ სამედიცინო შემოწმებას და ტესტირებას გაივლიან. ისინი ყოველგვარი დატვირთვისთვის მზად უნდა იყვნენ. ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს ამის შესაძლებლობა არ მქონდა, ახლა ბიჭებს დავტვირთავ და ამ დატვირთვების ქვეშ გავმართავთ ამხანაგურ მატჩებს საქართველოში "სამგურალთან",'საპოვნელასთან", ხობის "კოლხეთთან" და შესაძლოა, სხვასთანაც. მერე უცხოურ შეკრებას ვგეგმავთ. ქალაქის მერია და კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან მოწადინებულნი არიან და ყველაფერს აკეთებენ შესაძლებლობის ფარგლებში „ტორპედოს" საკეთილდღეოდ. იმისათვის ,რომ გუნდი საქართველოში წამყავან ძალად იქცეს და ჩვენ ეს იმედები უნდა გავამართლოთ.

fctorpedo.ge

ჩიხურა   3 - 2    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   0 - 0    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

ცხინვალი   1 - 1    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   1 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

სამტრედია   1 - 2    სიონი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   5 - 0    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.239808