ფეხბურთი

16:50 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკო ორი მატჩით დასაჯეს

იტალიური “რომას” თავდამსხმელს ედინ ჯეკოს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

ბოსნიელმა ფეხბურთელმა “ჯენოასთან” მოგებული (2:0) შეხვედრის 75-ე წუთზე მსაჯს ინგლისურ ენაზე შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ანდრეა ჯერვასონის არ გამორჩენია და ედინს უმალ წითელი ბარათი უჩვენა.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჯეკო სერია A-ს ორ შეხვედრას გამოტოვებს. შესაბამისად, ის თავის გუნდს “კიევოსთან” და “მილანთან” მატჩებში ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ფორვარდმა “რომას” მაისური 21-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თეგებიედინ ჯეკო
0.120543