ჭადრაკი

2:32 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარცხის გარეშე განვლეს

ყატარის პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირზე მე-3 ტური მიილია და პირველად მოხდა, რომ 4 ქართველი მონაწილიდან არცერთს წაუგია.

ტური ყველაზე წარმატებული სოფიკო გურამიშვილისთვის გამოდგა, რომელმაც თეთრი ფიგურებით გერმანელი როვენ ვოგელი (2439) დაამარცხა.

დანარჩენებმა ფრედ ითამაშეს: ნანა ძაგნიძემ (2559) თეთრებითვე – ყატარელ ნეზად ჰუსეინთან (2425), ხოლო ნინო ბაციაშვილმა (2498) და ბელა ხოტენაშვილმა (2496), შესაბამისად, რავი ჰარიასთან (ინგლისი, 2416) და არიან გოლამისთან (ირანი, 2422).

3 ტურის თავზე დოჰაში მიმდინარე ტურნირს ქულათა მაქსიმუმით 2 მოჭადრაკე ლიდერობს: ანიშ გირი (ჰოლანდია, 2784) და ჩაო ლი (ჩინეთი, 2750).

ქართველთა მდგომარეობა ასეთია: გურამიშვილი 1.5 ქულით 76-ეა, ბაციაშვილი 1.0 ქულით – 91-ე, ხოტენაშვილი 0.5 ქულით – 114-ე, ხოლო ძაგნიძე 0.5 ქულით – 128-ე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110938