ფეხბურთი

19:39 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “ბაიერნმა” 2006 წლის შემდეგ დიდი პროგრესი განიცადა”

მიუნხენის “ბაიერნს” ახალი სეზონიდან კარლო ანჩელოტი უხელმძღვანელებს. იტალიელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ მიუნხენური გიგანტის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

“ბაიერნი” თავის ქვეყანაში და ევროპაში უმაღლეს დონეზე დგას. 2006 წლის შემდეგ გუნდმა უდიდესი პროგრესი განიცადა, რაც მნიშვნელოვანი და სიღრმისეული ცვილებების შედეგად მოხდა. გერმანიაში სტადიონებზე შექმნილი ატმოსფერო ძალიან მომწონს და ეს ფანტასტიურია. რაც შეეხება ენას, ვიცი რთული იქნება, მაგრამ სწავლას მოვახერხებ”, - თქვა ანჩელოტიმ.

სხვათა შორის ევროპის ტოპ ხუთი ჩემპიონატიდან ბუნდესლიგა ერთადერთია, რომელიც კარლოს აქამდე არ მოუგია. ანჩელოტის კარიერაში იტალიის, ესპანეთის, ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატების ოქროს მედლები უკვე მოპოვებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120406