ფეხბურთი

19:05 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რივერმა” მესის მოუბოდიშა

ბუენოს აირესის “რივერ პლეიტი” კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელ ლიდერ ლიონელ მესის ბოდიშს უხდის. ამის შესახებ “რივერმა” ესპანურ გრანდს ოფიციალური წერილი მიწერა.

“მესის მიმართ აგრესიას საფეხბურთო კლუბი “რივერ პლეიტი” გმობს და “ბარსელონას” ფეხბურთელს ბოდიშს უხდის”, - ნათქვამია ღია წერილში.

მოგეხსენებათ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ ტოკოის აეროპორტ “ნარიტაში” “რივერის” ქომაგებმა მესისადმი აგრესია გამოხატეს, ხოლო მათგან ერთ-ერთმა კი შეაფურთხა კიდეც.

0.11738