სხვა

15:46 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირი მარნეულში გაიმართება

26-27 დეკემბერს მარნეულში გაიმართება ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლები.

ტურნირს ოცწლიანი ისტორია აქვს და თავიდან, ქუთაისში ტარდებოდა. რაღაც ეტაპზე, ტურნირს საბერძნეთიდან კახი კახიაშვილიც აფინანსებდა. ახალი ფორმატით, ტურნირი საერთაშორისო კატეგორიაში გადადის.

ტურნირს 60 მონაწილე ეყოლება. ჰიუსტონში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატიდან, საქართველოს ნაკრები ტურნირზე წარადგენს რამინ შამილიშვილს (62 კილოგრამი), გიორგი ლომთაძეს (77), რაულ ცირეკიძეს (94), ლონგინოზ ბრეგვაძეს (94), გიორგი ჩხეიძეს (105). მძიმე წონაში გამოვლენ მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი ლაშა ტალახაძე და ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე.

განრიგი

26 დეკემბერი: 12:00 – 56კგ, 13:40 - გახსნის ცერემონიალი, 14:00 – 62კგ, 16:00 – 69კგ, 18:00 – 77კგ.

27 დეკემბერი: 12:00 – 85კგ და 94კგ, 14:00 – 105კგ და +105კგ

მარნეულის ტურნირთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს სამგზის ოლიმპური ჩემპიონი, ლეგენდარული კახი კახიაშვილი:

„ტურნირს მდიდარი ისტორია აქვს. რაღაც მომენტში, მის ორგანიზებაში მეც ვიღებდი მონაწილეობას, ვაფინანსებდი ტურნირს საბერძნეთიდან. წელს პირველად მოვიწვიეთ ჩვენი მეზობელი ქვეყნები. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება და ტურნირი სულ უფრო მასშტაბური გახდება. ქვემო ქართლში ამ დონის ტურნირის ჩატარება აუცილებელია. ეს რეგიონი ძლიერდება. ქვემო ქართლის გუბერნატორის, პაატა ხიზანაშვილის ინიციატივით, მწყობრში ჩადგება 7 დარბაზი, რომელსაც გამოიყენებენ, როგორც ძალოსნობის, ასევე სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლები და კლუბები“, - აღნიშნა კახიაშვილმა.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117501