ფეხბურთი

11:42 | 21.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანია “ხიმნასტიკს” შეუთანხდა და “ანორთოსისის” გადაწყვეტილებას ელის

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი აბურჯანია, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ ტარაგონას “ხიმნასტიკში” გადავიდეს.

როგორც worldsport.ge-სთვის სანდო წყაროდან გახდა ცნობილი, 20 წლის ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან პირად კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და ახლა ჯერი თავად კლუბების შეთანხმებაზეა.

20 წლის აბურჯანია “ანორთოსისში” 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობს და დღემდე კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 42 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება “ხიმნასტიკს”, ამ დროისთვის სეგუნდაში 18 ტურის შემდეგ 29 ქულით მეხუთე ადგილზეა და ლიდერს 4 ქულით ჩამორჩება.

0.118081